Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები იმერეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხონის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, ქუთაისის მერიაში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) მუნიციპალიტეტის სოფლებში სერვისის მიწოდების პრობლემა, ნაგავმზიდი მანქანების და კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა (ნაკლებობა). სადაც სერვისი მიეწოდება მოსაკრებელის ამოღებასთან დაკავშირებული პრობლემები;
2) პროექტების მართვის (საპროექტო წინადადების მომზადება, მინიტორინგი და ა.შ.) შესაბამისი კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა;
3) ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების (მაგალითად, ბიორეაქტორი, მექანიკურ - ბიოლოგიურ გადამუშავება (MBT) და საქართველოში დანერგვის პოტენციალის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
4) ინფორმაციის ნაკლებობა სახიფათო საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობების შესახებ, ნარჩენების ხელახალი გამოყენების შესახებ (მაგალითად, პლასტიკის ჭურჭლის გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებით წყლის, სასმელის შესანახად);
5) ინფორმაციის ნაკლებობა გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოების შესახებ;
6) სეპარაციის სისტემის დანერგვის აუცილებლობა;
7) ნარჩენების სერვისის ტარიფის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა: მაგალითად, სეპარირებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელზე გატანის შემთხვევაში „ჭიშკრის გადასახადის“ დაანგარიშება და ა.შ.
8) ისტორიული და ახალი სამრეწველო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემა;
9) მდინარეების დაბინძურების პრობლემა საკანალიზაციო წყლებით.
10) ინფორმაციის ნაკლებობა: ბიოდეგრადირებადი ნარჩენების საოჯახო პირობებში კომპოსტირების მეთოდის შესახებ, ბიოგაზის (ნაკელიდან) მიღების პოტენციალის გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა; ;
11) ინფორმაციის ნაკლებობა მოქმედი კანონმდებლობის შესახებ-ადგილობრივი თვითმართველობის საკუთარი პასუხისმგებლობა ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის აშენების შემდეგ;
12) ნარჩენების მართვის სექტორში დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ;
13) საინფორმაციო მასალის ნაკლებობა ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციების შესახებ;
14) ინფორმაციის ნაკლებობა სამედიცინო ნარჩენების მართვის არსებული სისტემისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ;
15) „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის შესახებ“ საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
16) კერძო სექტორის ნარჩენების მართვაში ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები და ინფორმაციის ნაკლებობა;
17) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით ნარჩენების მართვის საკითხების ხშირად გაშუქების აუცილებლობა;
18) ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ნარჩენების მართვის საკითხების განილვასა და პრობლემების მოგვარებაში;
19) საინფორმაციო კამპანიების და დასუთავების აქციების პერმანენტულად ჩატარების აუცილებლობა.
პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.



საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 599) 775237
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.orkisi.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up