Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არსებული გზების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები - სოფლებიდან ნარჩენების გამოტანის პრობლემა; სოფლების მოსახლეობის მიერ თვითნებურად მოწყობილი სტიქიური ნაგავსაყრელები;
2) ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისთან დაკავშირებით იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული პრობლემები და გადასახადების ამოღების პრობლემა, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან;
3) სამშენებლო ნარჩენების მართვის/ განთავსების პრობლემა;
4) გარემოს დაბინძურებისათვის სანქციებთან დაკავშირებით კანონაღსრულების პრობლემები;
5) ნარჩენების წყაროსთან სეპარაციის დაწყების აუცილებლობა და შესაბამისი ხარჯ-სარგებლის განსაზღვრა;
6) ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სფეროში საგანმანათლებლო/ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტების დაფინასების შესაძლებლობების, დონორების შესახებ;
7) არასაკმარისი კონტეინერებისა და ნაგავმზიდების რაოდენობა;
8) ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
9) სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (Public- Private- Partnership (PPP)) დანერგვის შესაძლებლობა შეფასების აუცილებლობა რეგიონში;
10) საყოფაცხოვრებო ნარჩენების საკითხებზე მოსახლეობის ყველა ფენაში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა და საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.



საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 599) 775237
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.orkisi.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up