Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

რეგიონალური შეხვედრა, აჭარის რეგიონი

არასამთავრობო ორგანიზაციამ, "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა", დაიწყო რეგიონალური შეხვედრები საქართველოს მასშტაბით. შეხვედრები ტარდება პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად მათ რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკქტები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

პირველი რეგიონალური შეხვედრა შედგა 2017 წლის 29 ნოემბერს ბათუმში (აჭარის რეგიონი). შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირება აჭარის და ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათი უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ აჭარის რეგიონში არსებული მდგომარეობა, სტატისტიკური მონაცემები, სახიფათო ნარჩენებით (კერძოდ, ქლორი/ქიმიკატები) გამოწვეული საფრთხეები და პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები.

ასევე განიხილულ იქნა ქლორით გამოწვეული საფრთხეები (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტები), მისი უტილიზაციის მეთოდები და უსაფრთხოების ზომები, სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები, სახელმწიფოს როლი, პრევენციული ზომები და სხვა.
გარდა ამისა, განხილული იქნა შესაბამისი ინსტრუქციები შემდგომში რეაგირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ყველა საეჭვო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ასევე განხილულ იქნა საკითხი სკოლის ლაბორატორიებში არსებული აღურიცხავი ვადაგასული/უვარგისი და ხმარებიდან ამოღებული ქიმიკატების და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის, და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა პროექტთან თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში გამოცემული საინფორმაციო ფლაერები,
რეაგირების საკომუნიკაციო სქემები, უსაფრთხოების სამოქმედო გეგმები, სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები.

„დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.






უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up