Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 28 ნოემბერს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ.ბათუმში ჩაატარა აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისთვის ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისთვის მომზადება“.
ტრენინგს ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებლები. ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სკოლებში არასათანადო პირობებეში განთავსებული ქიმიური ნივთიერებების და მასალების უსაფრთხო მართვის: იდენტიფიკაციის, აღრიცხვის, შენახვის, გამოყენების, ადგილზე ნაწილობრივი უტილიზაციის, ტრანსპორტირების და საბოლოო განთავსების თანამედროვე მეთოდების ათვისება.
დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა პროექტის ფარგლებში გამოცემული სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოები, უსაფრთხოების სამოქმედო გეგმები, საინფორმაციო ბროშურები: „თანამედროვე უსაფრთხოების წესები“ და „ქიმიური რეაქტივები და ნარჩენები სკოლებში“, სადაც აღწერილია ქიმიურ რეაქტივებთან და ნარჩენებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები, ასევე მოცემულია რეკომენდაციები ნარჩენების ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის შესახებ სხვა სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up