Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 7 აპრილს ჩაატარა შეხვედრა კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო კომპანიის ინფორმირება მიმდინარე პროექტის შესახებ და ურთიერთთანამშრომლობის გეგმების დასახვა საქართველოს ტერიტორიაზე ქლორის სახიფათო ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის კოორდინატორებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე „გარემოს დაბინძურება სახიფათო ნარჩენებით, (კერძოდ, ქლორი) და მათი საშიში ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე“. განიხილული იქნა ქლორით გამოწვეული საფრთხეები (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტები), მისი უტილიზაციის მეთოდები და უსაფრთხოების ზომები, სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები, სახელმწიფოს როლი, პრევენციული ზომები და სხვა. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოება ინფორმირებული იქნა ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული ქლორის ბალონების და კონტეინერების შესახებ.
პროექტის კოორდინატორებმა ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტა პროექტის ფარგლებში. კერძოდ, სახიფათო ქიმიური ნარჩენების მოძიება და ადგილმდებარეობის განსაზღვრა, მუნიციპალიტეტების, საწარმოს ხელმძღვანელებისა და საზოგადოების ინფორმირება; მაღალი საშიშროების შემთხვევაში 112-ის სამსახურის და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახურის ინფორმირება.
გარდა ამისა, განიხილული იქნა პრობლემის მოგვარების ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტით არ არის გათვალისწინებული, კერძოდ, აღმოჩენილი სახიფათო ნარჩენების და მათი სამარხების უტილიზაცია.

კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი პროექტთან თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე მხარეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს მათ განკარგულებაში არსებული წყალმომარაგების ობიექტების სიის მიწოდებას პროექტისათვის. გარდა ამისა, კომპანია გაეცნობა ზონდირების მეთოდოლოგიას და, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მოხდება მითითებული ტერიტორიების დათვალიერება.

შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები და რეაგირების საკომუნიკაციო სქემები.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up