Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

ტრეინინგი ქიმიური ნივთიერებებისა და მასალების მართვის საკითხებში

2017 წლის 13-16 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა", პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ჩაატარა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისათვის მომზადება“.

ტრეინინგის მიზანი იყო საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში არასათანადო პირობებეში განთავსებული ქიმიური ნივთიერებების და მასალების იდენტიფიკაციის, აღრიცხვის, შენახვის, გამოყენების, ადგილზე ნაწილობრივი უტილიზაციის, ტრანსპორტირების და საბოლოო განთავსების თანამედროვე მეთოდების ათვისება.

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა, პროექტის ფარგლებში გამოცემული ბუკლეტები: „თანამედროვე უსაფრთხოების წესები“ და „ქიმიური რეაქტივები და ნარჩენები სკოლებში“, სადაც აღწერილია ქიმიურ რეაქტივებთან და ნარჩენებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები, ასევე მოცემულია რეკომენდაციები ნარჩენების ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის შესახებ და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up