Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველოს საჩხერის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მცირე მდინარეეების სანაპირო ზოლები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საჩხერის მუნიცპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, საჯარო სჯოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 5 ჰა ფართობის ტერიტორია. შეგროვდა 54 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 1000-მდე მოხალისემ.

აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში ორგანიზებული იყო პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up