Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ასპინძის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით დასუფთავდა მდინარე ოთას სანაპირო ზოლი.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 50 მოხალისემ, შეგროვდა 15 მ3 მოცულობის ნარჩენი, დასუფთავდა 20 ჰა ფართობის ტერიტორია.
დასუფთავების აქცია ასპინძის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up