Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველოს მარტვილის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე ინჩხიას სანაპირო ზოლის 2 კმ-იანი ზოლის მონაკვეთი, დაახლოებით 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 70-მდე ადამიანმა. მონაწილეობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის და ხელისუფლების წარმომადგენლები.
აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტში ორგანიზებული იყო პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up