Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთსაქართველო“ ფარგლებშითიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

22 მაის 2014 წლის , საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში,
შედგა შეხვერა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მოსახლეობასთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე, დაბინძურებულ ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემების შესახებ. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა სოფლის რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, სულ 5 ადგილობრივი მოსახლე.
მოსახლეობის მხრიდან საუბარი წარიმართა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე და სოფლების პრობლემებზე ნარჩენების მართვის საკითხებში. შეხვედრის დროს გამოიკვეთა რომ სოფლებიდან არ ხდება ნაგვის(ნარჩენების) გატანა და რომ სოფლებს ტერიტორიებზე არ არსებობს ნარჩენების კონტენერები და რომ სოფელი ძირითადათ ყრის ნაგავს მდინარე იორში. მოსახლების მხრიდან აღინიშნა რომ ამ პრაკტიკის აღმოფხვრა შესაძლებელი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხთება სოფლებიდან ნარჩენების გატანა.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზაII) ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up