Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია გორში

5 ივნისს, გორში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს გორის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით გორში კომბინატის დასახლებაში ჩატარდა დასუფთავების აქცია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. აქციაში მონაწილობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მერობის კანდიდატებმა. შეგროვდა 78 ტომარა ნარჩენი, რომელიც დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე.აქციაში მონაწილეობა მიიღო 20 მოხალისემ.


კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up