Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

5 ივნისი თერჯოლის მუნიციპალიტეტში

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა თერჯოლის მუნიციპლიტეტში კამპნია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს თერჯოლის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა ფართო მასშტაბიანი დასუფთავების აქცია რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 4 კმ–იანი მონაკვეთი და ქალაქის ცენტრში არსებული სკვერის ტერიოტორია. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობის მუნიციპალურის ცენტრის ეკო–კლუბისა და სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. აქციაში მონაწილეობა მიიღო 35 მოხალისემ.

დასუფთავების აქციის შემდეგ მოსწავლეებისაათვის მოეწყო „ასფალტზე“ ხატვის კონკურსი სახელწოდებით – „გადავარჩინოთ დედამიწა“, რომლში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები. კონკურსის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები რომლებსაც გადაეცათ სიგელები და „დავასუფთაოთ საქართველოს“ მაისურები. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამოხატეეს სურვილი შემდგომში მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილობის მისაღებად.

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up