Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა!

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა!

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთშოროსო დღეა, რომელიც აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ამ დღეს აღნიშნავს სხვადასხვა გარემოსდაცვითი საქმიანობებით.

მიმდინარე წლის 5 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით „დავასაუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია ვაკის პარკში, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღო ქ. თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატმა.

2014 წელი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა, როგორც მცირე კუნძულებისა და განვითარებადი სახელმწიფოების (SIDS) საერთაშორისო წელი. "პლანეტა დედამიწა ჩვენი საერთო კუნძულია, მოდით გავაერთიანოთ ძალები რათა დავიცვათ იგი“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა 2014 წლის მცირე კუნძულებისა და განვითარებადი ქვეყნების საერთაშორისო წლად გამოცხადებისას დროს. ეს დღე აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, SIDS თემის ქვეშ, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მთელ რიგ ეკოლოგიური პრობლემებთან მიმართებაში, მათ შორისაა: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვა, ბუნებრივი რესურსების არარაციონალურად გამოყენება და ა.შ.

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up