Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 3 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.

ადმინისტრაციული ოფიცერი
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
მარჯანიშვილის ქ. 6, 0102, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 2960251; მობ.: (+ 995 595) 30 22 98
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com,
n.zubashvili@yahoo.com

      

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up