Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

სოფელ სართიჭალაში დასუფთავების აქცია ჩატარდა

2014 წლის 19 მაისს „დავასუფთაოთ საქართველოს კამპანიის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ სოფელ სართიჭალაში დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობდნენ სართიჭალის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები. დასუფთავდა სოფლის ცენტრში მდებარე „საზოგადოებრივი ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორია და შეგროვდა 40 ტომარა სხვადასხვა სახის ნარჩენი.
აქციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ მომზადებული და გამოცემული სახელმძღვანელოები „ენერგოდაზოგვა“ და „ჩვენ და ენერგია“, ასევე ახალგაზრდა პოეტისა და მხატვრის ქეთევან კალაძის ლექსების კრებული „დედამიწის ჩივილი“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“.

„ეკოხედვა/Ecovision“ მადლობას უხდის სართიჭალის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ ირინა მაისურაძეს, მე-5 კლასის მოსწავლეებს და დამრიგებელს ქ-ნ ელენე სამნაშვილს დასუფთავების აქციაში მონაწილეობისთვის.

      

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up