Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა საჯარო სკოლების პედაგოგებთან ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ

2014 წლის 21 თებერვალს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო პედაგოგების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში. პედაგოგებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლებში.

შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მიერ დასმულ შეკითხვებს გაეცათ ამომწურავი პასუხები. პედაგოგებმა ისაუბრეს თავიანთი მუშაობის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და აღნიშნეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რა ფორმით მიეწოდება მოსწავლეებს ესა თუ ის მასალა ან ინფორმაცია, როგორ უნდა დაარწმუნო ისინი, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია და ნარჩენების სწორი მართვა ერთ-ერთი გზაა მათი დაზოგვისა და შენარჩუნებისათვის.

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up