Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, 2014 წლის 17 თებერვალს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის გამგეობის შენობაში ჩატარდა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე. რომელსაც სოფლის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლელი“_ის წარმომადგენლები. სულ 17 დაინტერესებული პირი.

შეხვედრზე სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. სოფლის ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ.

აღინიშნა, რომ სოფელ ლაფანყურში არ არსებობს სპეციალური კონტეინერები და ნარჩენების გატანა ხდება უსისტემოდ სოფელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტიქიურ ნაგავსაყრელზე. შეხვედრის მსვლელობის დროს სოფლის აქტივის გადაწყვეტილებით დაიგეგმა, რომ 2014 წლის მარტის მეორე ნახევარში, სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდეს ფართომასშტაბიანი აქცია და რათა მოხდეს სტიქიური ნაგავსაყრელის ლიკვიდირება. ადგილობრივი თვითმმართველობაში შევიდეს თხოვნა კონტეინერების დადგმის თაობაზე.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 230 6221/ 2 32 00 33
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up