Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2014 წლის 17 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ჩატარდა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე სოფლის რწმუნებული.

შეხვედრზე სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. სოფლის ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ.

აღინიშნა, რომ სოფელ აფენში არ არსებობს სპეციალური კონტეინერები და ნარჩენების გატანა ხდება უსისტემოდ, სოფლის მიმდებარე სტიქიურ ნაგავსაყრელზე. შეხვედრის მიმდინარეობის დროს სოფლის აქტივის გადაწყვეტილებით დაიგეგმა, რომ 2014 წლის მარტის მეორე ნახევარში, სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდეს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია, სტიქიური ნაგავსაყრელის ლიკვიდირებისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობაში შევიდეს თხოვნა სოფელში ნარჩენების კონტეინერების დამატებაზე.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 230 6221/ 2 32 00 33
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up