Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა კერძო სკოლა „ლოგოსის“ მოსწავლეებთან

2014 წლის 13 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision” ოფისში ჩატარდა შეხვედრა კერძო სკოლა „ლოგოსის“ მოსწავლეებთან. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლება გარემოსდაცვით განათლებასა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ. შეხვედრა გაიმართა პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში.

მოსწავლეებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია გარემოსდაცვითი განათლების შესახებ. მათ ასევე გააცნეს ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიები და საუკეთესო პრაქტიკა. მოსწავლეებმა ასევე მიიღეს კონსულტაციები ეკო კლუბის შექმნასთან დაკავშირებით.

შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მიერ დასმულ შეკითხვებს გაეცათ ამომწურავი პასუხები. მოსწავლეებს შეხვედრის ბოლოს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up