Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 10 იანვარს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებუ-ლი გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. გაიმართა მსჯელობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ანხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით.

ნამი ზუბაშვილი
ადმინისტრაციული ოფიცერი

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
მარჯანიშვილის ქ. 6, 0102, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 2960251; მობ.: (+ 995 595) 30 22 98
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com,
n.zubashvili@yahoo.com

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up