Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ქ. თერჯოლაში ჩატარებული დასუფთავების აქციის შესახებ

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ქ. თერჯოლის რეგიონალური ჯგუფის ინიციატივითა და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ხელშეწყობით, 2014 წლის 20 იანვარს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა - საავტომობილო ტრასის 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 200 მეტმა ადამიანმა. მათ შორის, 19 ტერიტორიალური ორგანოსა და ქ. თერჯოლის საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეების მიერ შეგროვებული იქნა 20 კუბურ მეტრზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც გატანილი იქნა მუნიციპალიტეტის კეთილმომსახურეობის სამსახურის დახმარებით.
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი” და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
/დედამიწის მეგობრები -საქართველოს
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up