Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

პროექტი

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით. 3R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

(3R სისტემა ნიშნავს: Reduce - შემცირება; Reuse - ხელახალიგამოყენება; Recycle - რეციკლირება ანუ გადამუშავება;)

 

პროექტის აღწერა

 

შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი:

  1. საზოგადოების მობილიზება კამპანია "დაასუფთავე მსოფლიო"-ს განსახორციელებლად და გლობალურ გარემოსდაცვით რუკაზე საქართველოს განსათავსებლად;
  2. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება - ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, 3ღ სისტემების, უახლესი მეთოდოლოგიის, სხვა ქვეყნების გამოცდილების, ახალი უნარ-ჩვევებისა და ნარჩენების შემცირების გზების შესახებ. აგრეთვე ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად.
მოსალოდნელი შედეგები
  1. დაბინძურებული ტყერიტორიების ფართობების, ნარჩენების რაოდენობისა და კატეგორიის დადგენა;
  2. ნარჩენების პრობლემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
  3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  4. მოსახლეობის 50% ინფორმირება ნარჩენების პრობლემების შესახებ;
  5. 112 პირის ტრეინინგი ნარჩენების მართვის საკითხებში;
  6. მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ნარჩენების მართვის მუნიციპალურ საქმიანობაში;
  7. "დაასუფთავე მსოფლიო" კამპანიის დაწყება;
  8. მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების შემცირება;
  9. ვინაიდან გასაწმენდი მონაკვეთების უმრავლესობა მდებარეობს მდინარის ჭალებში, განხორციელებული საქმიანობა გამოიწვევს მდინარეთა დაბინძურების შემცირებასა და წყლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას;
  10. ბიო-აღდგენისა და გატყიანების შედეგად, დასუფთავებულ ტერიტორიებზე შემცირდება სათბური აირის ემისიები;
  11. საქართველოში 10 %-ით შემცირდება მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების ფართობი;
  12. მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზებისა და ინფორმირებულობის გზით, საზოგადოებაში გაჩნდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა (მინიმიზაცია) და გადამუშავების (სეპარაციის) მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ ბიზნესის წამოწყების პერსპექტივებს;
  13. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ინფორმირებული იქნებიან ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;
  14. ზოგიერთი კერძო კომპანია განახორციელებს ბიზნეს შემოთავაზებების დახვეწას;
  15. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ნარჩენების მართვის პრობლემების გადაწყვეტაში და სტიმული მიეცემათ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ნარჩენების მართვის კუთხით.
   




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up