საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი"
მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ დაარსდა 1997 წელს რომლის მისიას წარმოადგენს ბუნების კვლევა და აქტიური წვლილის შეტანა გარემოს დაცვის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს მოსახლეობისათვის უკეთესი, უსაფრთხო და სუფთა გარემოს შექმნის მიზნით. კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელიც წარმართავს კავშირის საქმიანობას. ორგანიზაციას ჰყავს გამგეობა და თავმჯდომარე.
სბმკ „ორქისი“-ს მიზნები და ამოცანებია ეკოსისტემების შესწავლა და მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების განსაზღვრა მათი კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად; ლანდშაფტების, აგრეთვე, ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების, სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური და სამკურნალო მცენარეების მეცნიერული შესწავლა და მათი დაცვისათვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება; აქტიური წვლილის შეტანა გარემოს დაცვის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს მოსახლეობისათვის უკეთესი, უსაფრთხო და სუფთა გარემოს შექმნის მიზნით; დაინტერესებულ პირთა შორის ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საინფორმაციო ორგანოს საშუალებით; აგრეთვე, გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და შესაძლებლობების გაძლიერება ისეთი სისტემატური ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა მოხსენებები, ლექციები, კონფერენციები, პროექტებზე მომუშავე ჯგუფების აქტივობა, პუბლიკაციები საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებსა და გამოცემებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; აქტიური თანამშრომლობა როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბუნების დაცვის ორგანიზაციებთან, სამსახურებთან, სამეცნიერო დაწესებულებებთან და აგრეთვე, მსგავსი ინტერესების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადეობებთან და კერძო პირებთან.
ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები მოიცავს: სამეცნიერო კვლევევბს ბიომრავალფეროვნებაზე კლიმატის ცვლილების გავლენაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოსისტემების დეგრადაციის უარყოფითი ასპექტების შესწავლას და მისი დაცვის საკითხებს; გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოსდაცვითი ინტეგრირებული მართვის გეგმებისათვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციბებს; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტების, ქვეყნისა და დარგობრივი სტრატეგიების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას; მაღალი ეკოლოგიური რისკის პროექტების მონიტორინგს; დაცული ტერიტორიების მართვის გეგმების, გარემოსდაცვითი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას; საქართველოს ჰაბიტატების კლასიფიკაციის მომზადებას Natura 2000-ს სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად და ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას; გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და კონსერვაციის ხელშეწყობის მიზნით, და სხვა.
|
|
|