Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო-ს განცხადება


22 მარტს, წყლის საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (,,Keep Georgia Tidy”) ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების შესახებ
საქართველოში, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხოვნობის გაზრდის და მოსალოდნელი ეპიდემიური საშიშროების გამო, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები უარს ვაცხადებთ 22 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩატარებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ სუფთა გარემო წარმოადგენს მოსალოდნელი ეპიდემიის ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას, მოგიწოდებთ...
გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და 22 მარტს ინდივიდუალურად დაასუფთავეთ, თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიები.
დავასუფთაოთ ჩვენი სახლი, ეზო, ქუჩა... დავიცვათ ერთმანეთი!
ერთად დავიცვათ საქართველოს სისუფთავე !

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ დასუფთავების ამსახველი ფოტოსურათები და ინფორმაციები შემდეგ მისამართზე
ელ.ფოსტა: info@greens.ge
Facebook: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia
Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT
წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისათვის.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up