Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

20 სექტემბერს - საქართველოში „დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანია დაიწყო

20 სექტმბერს, სტარტი აიღო საერთაშორისო კამპანიამ – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელსაც ამ დროისთვის მსოფლიოს 130-ე მეტი ქვეყანა უერთდება. მათ შორის საქართველო.
კამპანიის მიზანია მსოფლიო საზოგადოების მობილიზება გარემოს დასაცავად და დასუფთავების აქციებში მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართვა. კამპანიას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ის ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება.
20 სექტემბერს, საქართველოში მსოფლიოში მიმდინარე კამპანიის პარალელურად დაიწყო მასშტაბური დასუფთავების აქციები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თბილისში „დავასუფთაოთ მსოფლიო - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დაახლოებით 1 ჰა ფართობი, სადაც შედგოვდა დაახლოებით 4 მ3 მოცულობის ნარჩენი. თბილისის ზრვის აქციაში მონაწილეობდა 100-მდე მოხალისე.
დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი. ასევე, ესტონეთისა და ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრები. სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, აფხაზეთის გარემოსდაცვის სამსახურის თანამშრომლები. აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. თბილისის საკრებულოს წევრები, შპს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები. მოხალისეები.
თბილისის გარდა, დასუფთავების აქციები დაიწყო საქართველოს რეგიონებში, რომელსაც ორგანიზება უწევს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალურმა კოორდინატორები და ადგილობრივი მთავრობებთან ერთად.
კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოში ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

ერთად დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ჯფუფი
არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT)
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“,
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამისწის მეგობრები - საქართველო“





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up