Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

26 მარტს "დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი და ცურტავი ჩატარდა დასუფთავების აქცია

26 მარტს "დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი და ცურტავი ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც აქციის ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, გამგებლები, გამგეობის თანამშრომლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები.

Aქციის დროს დასუფთავდა 3 ჰა ფართობი, შეგროვდა 6 მ3 ნარჩენი (მათ შორის სამშენებლო), რომელიც გატანილი იქნა ბოლნისის შ.პ.ს. კომუნალური მეურნეობის თანამშრომლების მიერ ნაგავსაყრელზე. "დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 140-მდე ადამიანმა. 26 მარტის აქცია გაშუქდა ადგილობრივ მედია საშუალებებში.

დასუფთავების აქციის დროს პარალელურად დაიწყო მზადება გამწვანების აქციისათვის, რომელიც ჩატარდება აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 აპრილს.

დასუფთავების აქცია ჩატრდა პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა".

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up