Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დედამიწის დღე საჩხერის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღეს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს საჩხერის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით და საჩხერის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილობით ჩატარდა დასუფთავების აქცია.

22 აპრილს, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო, სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის 120 მოსწავლემ, დასუფთავდა 3000 მ2 ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 90 ტომარა ნარჩენი, სოფელ სავანის 70-მა მოსწავლემ, დასუფთავდა 1500 მ2 ფართობის ტერიტორია. შეგროვდა დაახლოებით 500 კგ ნარჩენი, სოფელ კორბოულის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დაასუფთავეს 1,5 კმ მონაკვეთი, მდინარის სანაპირო ზოლი. შეგროვდა 10 მ3 მოცულობის ნარჩენი, სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია 3000 მ2 ფართობის ტერიტორია, ასევე მდ. ლაშურისა და მუხრანის ტყე, შეგროვდა დაახლოებით 70 ტომარა ნარჩენი და სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 2000 მ2 ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 20 ტომარა ნარჩენი.


კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up