Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

„დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ-ხობი“

20 სექტემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით ხობის მუნიხიპალიტეტის სხავდასხვა ტერიტორიაზე ჩატარდა დაუფთავების აქციები. მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავდა სპორული სკოლისა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები. ბაგრატიონის ქუჩაზე არსებული გზისპირა და ვ. ბახტაძის ქუჩაზე გამავალი არხები. ცენტრალური საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციაში აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები; მოწესრიგდა ხონი-ქუთაისისა და ხონი-სამტრედიის გზისპირა სავალი ნაწილი, აღნიშნული ტერიტორიები გაიწმინდა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისგან.
20 სექტემბერს გამართულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 2 590 მოხალისემ, აქედან 1 000 მოქალაქემ ორგანიზებულად დაასუფთავა საკუთარი კარ-მიდამოს, სამუშაო ადგილისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიები .
დასუფთავების აქციაში ჩართულები იყვენენ სსიპ ხონის N2 საჯარო სკოლისა და სოფ. ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. N1 გიმნაზიის, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტული სკოლის, ახალგაზრდული კავშირების ლიგის თანამშრომლები. გაერთიანებული საბავშვო ბაღების ცენტრალური ფილიალის ადმინისრტაცია და მომუშავე პერსონალი. აქციას სოლიდარობა გამოუცხადა ხონის მუნიციპალიტეტის 12 თემის (21 სოფელი) მოსახელობამ, რომლებმაც მოაწესრიგეს მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე გზისპირა მონაკვეთები.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up