Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია აჭარაში

22-23 აპრილს, დედამიწის დღის ფარგლებში აჭარში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, აჭარის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქციები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.
22 აპრილს, დასუფთავების აქციები ჩატარდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, რომლის დროსაც დასუფთავდა ცენტრალური მაგისტრალები და მუნიციპალიტეტების ცენტრები. დასუფთავების აქციაში მონაწილობა მიიღო დაახლოებით 160-მდე ადამიანმა, შეგროვდა დაახლოებით 60 მ3 ნარჩენი.
22 აპრილს, დასუფთავების აქცია ჩაატარეს გონიოს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა და გონიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. დასუფთავდა გონიო-აფსაროსის ციხის მიმდებარე ტერიტორია და სანაპირო ზოლი, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი და რეფერარული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია. აქციაში მონაწილეობა მიიღო სულ 130-მდე მოქალაქემ, შეგროვდა დაახლოებით 35 მ3 ნარჩენი.
23 აპრილს დასუფთავების აქცია ჩაატარა ხიმშიაშვილისა და რუსთაველის უბნის ტერიტორიულმა ორგანომ, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. სულ მონაწილეობა მიიღო 250-მდე ადამიანმა. შეგროვდა დაახოლოებით 60 მ3 ნარჩენი. დასუფთავდა ახალი და ძველი ბულვარის მიმდებარეტერიტორია.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge; http://www.cleanup.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up