Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში

6 მაისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აჭარის რეგიონალური კოორდინატორის ხელშეწყობითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში. აქციის დროს დასუფთავდა პლიაჟის 2 კმ-იანი მონაკვეთი. აქციაში მონაწილობა მიიღო დაახლოებით 150 ადამიანმა. შეგროვდა 25 მ3 ნარჩენი.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge; http://www.cleanup.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up