Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ხარაგაულში

21 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ისლარში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” (ფაზა II) ფარგლებში, ჩატარდა დასუთავების აქცია. დასუფთავდა მდინარე ჯიხველას მიმდებარე ტერიტორია (სტიქიური ნაგავსაყრელი) და სოფლის ცენტრალური გზა. აქცია ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით. დასუფთავდა 100 მ2 ფართობი მდინარის ნაპირებზე განთავსებილი ნარჩენებისგან და 1 კმ სიგრძის სოფლის შესასვლელი გზა. შეგროვდა დაახლოებით 4 მ3.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა II) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მალხაზ პირველაშვილი
პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“
კოორდინატორი ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge; http://www.cleanup.ge

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up