Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

18 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში შედგა შეხვედრა სოფლის გამგებელთან და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. სოფლის ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ.
შეხვედრაზე მოსახლეობამ აღნიშნა, რომ სოფელში მოუწესრიგებელია ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. ივნისასთვის დაიგეგმა ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილობით დასუფთავების აქცია. დასუფთავდება სოფელში არსებული მდინარის კალაპორები, რომელიც დანაგვიანებული სამშენებლო ნარჩენებით. მოსახლეობამ გამოთქვა მზადყოფნა, აღრიცხოს წყლის ობიეტებზე ჩამდინარე საკანალიზაციო მილების რაოდენობა, რომლითაც ბინძურდება არამარტო მდინარე, არამედ სანიაღვრე არხი.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0109, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 230 6221/ 2 32 00 33
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up