Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, 2014 წლის 13 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში შედგა შეხვედრა ადილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. სოფლის ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფელში ნარჩენების გატანა ხდება უსისტემოდ სტიქურ ნაგასაყრელზე. ნაგავი იყრება სოფლის მდინარეში, რომელშიც ჩაედინება კანალიზაცია. შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი მოსახლოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში ჩაატარებენ დასუფთავების აქციას. მოამზადებენ წერილს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელების სახელზე სოფელში ნარჩენების კონტეინერების დადგმის თაობაზე.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0109, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 230 6221/ 2 32 00 33
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up