Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, 2014 წლის 13 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში შედგა შეხვედრა ადილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ქალბატონებთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. სოფლის ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ.
ქალბატონებმა აღინიშნეს, რომ სოფელში არსებობს ორი სტიქიური ნაგავსაყრელი. მათ შორის, განსაკუთრებით დაბინძიებულია სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მათი ორგანიზებით, მარტის მეორე ნახევარში ჩატარდება დასუფთავების აქცია სოფლის მოსახლეობის მონაწილობით. ადგილობრივ თვითმმართველობაში შევა თხოვნა მოსახლეობისგან ნარჩენების კონტეინერების დადგმის თაობაზე.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0109, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 230 6221/ 2 32 00 33
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up