Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

სემინარი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის ქ.თელავში

2011 წლის 1 მაისს, ქ. თელავში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, ჩატარდა სემინარი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი პრობლემების შესახებ ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

სემინარზე ჟურნალისტებს მიეწოდა ინფორმაცია:
•პროექტის მიზნებისა და და მისი სამომავლო გეგმების შესახებ;
•ნარჩენების მართვის მექანიზმებისა და ამ სფეროში შვედეთის გამოცდილების შესახებ;
•ეროვნული საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე;

სემინარზე პრეზენტაციები წარადგინეს პროექტის მენეჯერმა ქ–ნ ნინო ჩხობაძემ და პროექტის კოორდინატორმა ქ–ნ ნინო სულხანიშვილმა.

პრეზენტაციებმა ჟურნალისტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სემინარის მეორე ნაწილში გაიმართა დიალოგი მედიის წარმომადგენლებსა და ორგანიზატორებს შორის. ჟურნალისტებმა ისაუბრეს მათ რეგიონებში არსებულ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების არასწორი მართვის შედეგად გამოწვეული პრობლემების შესახებ (ანტისანიტარია, მაწანწალა ძაღლები ინფექციური დაავადებები და ა.შ.) და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი პროექტის სამუშაო ჯგუფთან. ასევე, გამოხატეს მზადყოფნა მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი გააქტიურების ხელშეწყობისათვის.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up