Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში შედგა შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ, პრეზიდენტის რწმუნებული–გუბერნატორი დუშეთის, თიანეთის,
მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ბატონი ნუგზარ ყიფიანი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ბ-ნი კობა არაბული, გუბერბატორის მეორე მოადგილე ბ-ნი გოჩა ზეიკიძე. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი იყო „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი დასუფთავების აქციებისა და კონკურსის „სუფთა რეგიონის“ შესახებ. მონაწილებმა გამოხატეს ერთობლივად თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა დაგეგმილ დასუფთავების აქციებში მონაწილობის მისაღებად.
პროექტს - ,,დავასუფთაოთ საქართველო -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოვიჟენი~ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 230 6221/ 2 32 00 33
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up