Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

შეხვედრა ადიგენის და ახალციხის რაიონებში ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით

27 აპრილს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა" ადიგენის და ახალციხის რაიონებში ჩატარდა დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებმა.

საზოგადოებას მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია მსოფლიოში ნარჩენების მართვის უახლეს ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. შეხვედრზე გაიმართა მსჯელობა რაიონებში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up