Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2013 წლის 1 ნოემბერს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაცი-ების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებუ-ლი გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. გაიმართა მსჯელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ანხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და კავშირი მდგრადი განვითარებისთვის „ეკოვიჯენ“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით.

ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up