Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია შვედეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან

საქართველოში შვედეთის საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია შვედეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღეს პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2), განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა.

აქციის დროს დასუფთავდა საელჩოს მიმდებარე ტერისტორიასთან არსებული სკვერი. მოეწყო ფოტო გამოფენა - საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული დაბინძურებული ტერიტორიების შესახებ.

დასუფთავების აქციის შემდეგ ორგანიზატორები და მონაწილეები შეიკრიბნენ საელჩოს ბოლო სართულზე, სადაც გამოფენილი იყო პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში ჩატარებული საქმიანობების შესახებ საინფორმაციო ბანერები (2010-2011-2012-2013 წწ.)

პროექტს - ,,დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2), ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოვიჟენი~ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.

      

      

      

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up