Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

21 სექტემბერს ჩატარებული აქცია თბილისში (კოჯორი, წავკისი,ტაბახმელა,შინდისი)

21 სექტემბერს, პროექტის „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“-ს ორგანიზებით და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აქტიური მხარდაჭერითა და მონაწილეობით, დასუფთავდა კოჯრის, წავკისის ტაბახმელას და შინდისის სკოლების მიმდებარე ტერიტორიები..
ნარჩენები შეგროვდა წავკისში ე.წ. ,,დედოფლის ბაღის“, კოჯრის დევნილთა დასახლების, ტაბახმელას და შინდისის საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე. გასატანად მობილიზებული იქნა დასუფთავების სამსახურის სპეციალური ავტოტრანსპორტი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ:
-მწვანეთა მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციები;
-ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი;
-პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები;
-მოძრაობა „ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად“;
-საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია;
-ორგანიზაცია „ორქისის“ წარმომადგენლები;
-ტაბახმელას და შინდისის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები;
-ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა;

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up