Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

ყვარელში ჩატარდა დასუფთავების აქცია

21 აპრილს, “დავასუფთაოთ საქართველო” კამპანიის ფარგლებში ყვარელში ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ. სულ 50-მდე აქტივისტმა. აქციის დროს შეგროვდა და ნაგავსაყრელზე განთავსდა დაახლოებით 50 მ3 ნარჩენი.
დასუფთავების აქცია ყვარელში ჩატარდა პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში “ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი `საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო” და მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა”.
პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida) ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up