Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

20 სექტემბერს - დავასუფთაოთ საქართველო კამპანია იწყება

20-21-22 სეტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის.
კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130-ი ქვეყანა მონაწილეობს (საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე).
2013 წლის სექტემბის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა:

ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა

2013 წელს ,,დავასუფთოათ მსოფლიო“ კამპანიის პარალელურად საქართველოში, მეოთხედ ტარდება
,,დავასუფთაოთ საქართველო,, კამპანია, რომელიც მოიცავს ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და


მუნიციპალიტეტებს, სადაც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებით ჩატარდება დასუფთავების აქციები.
თბილისში ისევე, როგორც რეგიონებში დასუფთავების აქცია დაიწყება 20 სექტემბერს და სამი დღის განმავლობაში დასუფთავდება წინასწარ შერჩეული ტერიტორიები.
აქცია `დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო~ ტარდება პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა~ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up