Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

14 სექტემბერს იწყება კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“

14 სექტემბერს იწყება კამპანია
„დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“

14-15-16 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობას ღებულობს 130-მდე ქვეყანა.
2012 წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია:

ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა


საქართველო ამ აქციაში უკვე მესამედ ღებულობს მონაწილეობას. კამპანიის ორგანიზატორია
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა~, რომელიც აქტიობებს ახორციელებს პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში.

14-15-16 სექტემბერს დასუფთავების აქციები ჩატარდება, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორების ორგანიზებით, თბილისში და ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

გთხოვთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და თქვენს კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად შემოგვიერთდით 14 - 15 - 16 სექტემბრის დასუფთავების აქციებში, ან თავად შეარჩიეთ დაბინძურებული ტერიტორიები თქვენს ირგვლივ და დაასუფთავეთ!

გახსოვდეთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა!!!

შემოგვიერთდით!

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up