Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დიალოგი: ქ. ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ნარჩენების მართვა

ქ. ქუთაისში, 2012 წლის 31 აგვისტოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID, პუშკინის ქ. № 6) გაიმართა შეხვედრა-დილოგი თემაზე „ქალაქ ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ნარჩენების მართვის საკითხების შესახებ“. დიალოგი ქ. ქუთაისსა და იმერეთის რეგიონის ნარჩენების მართვის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მართველობისა და თვითმართველობების, ასევე კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება და საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანია „გამამ“ წარმოადგინა ქუთაისის ნარჩენების მართვის პროექტის წინასწარი სამუშაო ვარიანტი, ძველი ნაგავსაყრელის კონსერვაციის და ახალი პოლიგონის შექმნისა და სხვა საინტერესო დეტალები.

შეხვედრა გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" გაიმართა.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვის" მიერ.

შეხვედრა მიყავდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანადავმჯდომარეს ქალქბატონ ნინო ჩხობაძეს, რეგიონულ წარმომადგენელს თეიმურაზ კეპულაძეს და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ”თაობათა დიალოგი”-ს გამგეობის თავმჯდომარეს ნუგზარ კოხრეიძეს.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up