Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

"დავასუფთაოთ საქართველო" კამპანია გრძელდება

2 აპრილს "დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი და დისველი ჩატარდა გამწვანების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, რწმუნებულები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდები.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლეობით 150-მდე ადამიანმა. აღნიშნულ სოფლებში სულ დაირგო სხვადასხვა სახეობის 900 ნერგი (თამარისი 750, დისველი 150).

გამწვანების აქცია სოფლებში თამარისი და დისველი ჩატარდა პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა".

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up