Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

2012 წლის 25 ივლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში “დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია.
აქციაში მონაწილეობდა ლანჩხუთის ახალგაზრდებისა და უკრაინის დამსვენებელთა ჯგუფი. ჩართული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. სულ მონაწილეობდა 70-მდე ახალგაზრდა. დასუფთავდა 2 ჰა ფართობი. შეგროვდა 8 კუბური მეტრი ნაგავი, რომელიც გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე. აქციის შემდეგ ორივე ქვეყნის ახალგაზრდებმა სპორტული შეჯიბრი მოაწყვეს. საღამოს გაიმართა დისკოთეკა.
დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"–ს მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up