Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

რეგიონალური სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 11 ივლისს ქალაქ ბათუმში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ჩატარდა რეგიონალური სემინარი რომელსაც ესწრებოდენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამართველოს უფროსის მოადგილე კობა ზაქარაია,
ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ბატონი ჯემალ ანანიძე, აჭარის მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარზე მოხდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე პოპულარული სახელმძღვანელოსა და რუკების წარდგენა, რომლის ირგვლივაც გაიმართა დისკუსია.
შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"-ის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და sida-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფინანსური უზრუნველყოფით.

      

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up