Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 9-10 ივლისს აჭარის რეგიონში, კერძოდ, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, ჩატარდა სემინარი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის, ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
სემინარის მონაწილეებს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის უახლესი ტექნოლოგიების, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესახებ. გაიმართა მსჯელობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"-ის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და sida-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფინანსური უზრუნველყოფით.

      

      

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up