Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ქ. ჭიათურაში

2012 წლის 23 ივნისს ქ. ჭიათურაში“დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდა 12 მოხალისე ახალგაზრდა. აქციის დროს სხვადასხვა სახის ნარჩენების, პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკებისგან დასუფთავდა ე.წ. გედების ტბის მიმდებარე 1,5 ჰა ფართობი და შეგროვდა 3 კუბ.მეტრი ნარჩენი, რომელიც დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილ იქნა არსებულ ნაგავსაყრელზე.
დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"–ს მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up