Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პრობლემები შიდა ქართლში

2012 წლის 21 ივნისს ქ. გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზ N7) გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: გარემოს ნარჩენებით დაბინძურების და ნარჩენების მართვის პრობლემა შიდა ქართლში. შეხვედრაში მონაწილეობნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, მედიისა და პროექტის „დავასუფთაოთ საქართველოს“ მენეჯერი ქ–ნი ნინო ჩხობაძე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია შიდა ქართლში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ, რომლებიც ამ სფეროში არსებობს. განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო სოფლებიდან ნარჩენების ორგანიზებული პრაქტიკის დანერგვა და ქ. გორის ნაგავსაყრელზე არსებული პრობლემები. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ძალზედ დაბალია საზოგადოების ინფორმირებულეობა ნარჩენებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისა როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე.
დამსწრე საზოგადოებას ასევე მიეწოდა ინფორმაცია პროექტის „დავასუფთაოთ საქართველოს“ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, დაგეგმილ საქმიანობაზე და დაურიგდათ ბროშურები სეპარაციის, რეციკლირებისა და კომპოსტირების შესახებ.

      

      

   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up